ლევანდოვსკის პირველი კომენტარი საუკეთესო ფეხბურთელად დასახელების შემდეგ

ლევანდოვსკის პირველი კომენტარი საუკეთესო ფეხბურთელად დასახელების შემდეგ

როგორც უკვე მოგახსენეთ, ქალაქ ციურიხში გამართულ ფიფას ყოველწლიურ დაჯილდოებაზე 2021 წლის საუკეთესო მამაკაც ფეხბურთელად რობერტ ლევანდოვსკი დასახელდა. პოლონელმა აღნიშნული ჯილდო ზედიზედ მეორედ მოიგო.

ჯილდოს მიღების შემდეგ, 33 წლის ფორვარდმა მცირე კომენტარი გააკეთა:

'ყველაფერი, რაც გასულ წელს მოხდა, მათ შორის ბუნდესლიგის რეკორდი - ამაზე უბრალოდ ოცნებასაც ვერ გავბედავდი. რამდენიმე წლის წინ რომ გეთქვათ, ამას არ დავიჯერებდი. სამწუხაროდ გერდი ჩვენთან აღარ არის, მაგრამ მის გარეშე ამ ყველაფერს ვერ შევძლებდი.

ძალიან დიდ პატივისცემას და გულშემატკივრობას ვგრძნობ, რითაც ამაყი და ბედნიერი ვარ. მსურს მადლობა გადავუხადო ჩემს თანაგუნდელებს, ჩვენ ყველანი ბევრს ვშრომობთ ტიტულების მოსაპოვებლად. ეს არის ჯილდო ყველასთვის, ვინც ჩემს გარშემოა
', - განაცხადა ლევანდოვსკიმ.


17-01-2022, 23:37
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 37 6 31 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 8 2 5 1
5
კინგსლი კომანი
გოლი: 5 2 3 0
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 3 7 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 9 1 8 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 8 2 5 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 7 1 6 0
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0