მიუნხენის ბაიერნის ფრანგ მცველს, ბენჟამინ პავარს მიაჩნია, რომ 2021 წლის ოქროს ბურთი მის თანაგუნდელ, რობერტ ლევანდოვსკის უნდა მიეღო:
'ლევი იმსახურებდა ამ ოქროს ბურთს. ჩემთვის არსებობს მხოლოდ ორი ფორვარდი, რომელიც არასდროს შეწყვეტენ გოლების გატანას, ესენია რობერტ ლევანდოვსკი და კარიმ ბენზემა, ისინი ლეგენდარული მოთამაშეები არიან', - განაცხადა პავარმა.
შეგახსენებთ, ქალაქ ციურიხში გამართულ ფიფას ყოველწლიურ დაჯილდოებაზე 2021 წლის საუკეთესო მამაკაც ფეხბურთელად ზედიზედ მეორედ რობერტ ლევანდოვსკი დასახელდა.