სალიჰამიჯიჩმა სატრანსფერო კამპანია და კრიტიკა შეაფასა

სალიჰამიჯიჩმა სატრანსფერო კამპანია და კრიტიკა შეაფასა

მიუნხენური კლუბის სპორტულმა დირექტორმა, ჰასან სალიჰამიჯიჩმა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა.

მატს ჰუმელსის, ფრანკ რიბერის, არიენ რობენისა და ხამეს როდრიგესის წასვლის შემდეგ "რეკორდმაისტერს" სერიოზული გაძლიერება სჭირდებოდა, ამიტომ მიუნხენელები ბაზარზე აქტიურები იყვნენ.

თუმცა "ბაიერნს" ბევრი გეგმა ჩაეშალა და სერიოზული პრობლემები შეექმნა, რასაც ბოსნიელისადმი სერიოზული კრიტიკა მოჰყვა.

"პროფესიონალურ ფეხბურთში უკვე 20 წელია ვმოღვაწეობ, ამიტომ კრიტიკას მიჩვეული ვარ და ვიცი როგორ მივიღო, გავუმკლავდე.

ბევრი გამიკეთებია, ბევრი მინახავს, მაქვს დიდი გამოცდილება და მაქვს ნასწავლი ძალიან ბევრი რამ. ბოლო წლებში კიდევ უფრო გავიზარდე და საკუთარ საქმეზე სრულიად ვარ პასუხისმგებელი.

"ბაიერნი" მიეჩვია ტრანსფერების დაუყოვნებლივ განხორციელებას, მაგრამ როდესაც სიტუაცია მოითხოვს მოთმინებას, შესაბამისად უნდა მოიქცე.

მნიშვნელოვანი იყო დავლოდებოდით მოთამაშეებს, რომლებიც ჩვენს გეგმებში იყვნენ, მიუხედავად სოციალურ ქსელსა და პრესაში გავრცელებული ნაადრევი ინფორმაციებისა", - განაცხადა "ბრაცომ".

ამ ზაფხულს მიუნხენის "ბაიერნმა" 6 მოთამაშე დაიმატა: ბენჟამენ პავარი, ლუკა ერნანდესი, იან ფეტ არპი, ივან პერიშიჩი, მიკელ კუისანკე, ფილიპე კოუტინიო.

გარდა ამისა "რეკორდმაისტერმა" თითქმის დაასრულა ლეროი სანეს ტრანსფერი, მაგრამ გერმანელმა სერიოზული ტრავმა მიიღო და "ბაიერნი" ჯერჯერობით ამ სიტუაციის განხილვაშია.


2-09-2019, 12:32
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 39 7 32 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 8 2 5 1
5
კინგსლი კომანი
გოლი: 5 2 3 0
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 3 7 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 8 1 6 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0