ოფიციალურად დადასტურდა, რომ სენეგალელი ფეხბურთელი სადიო მანე კარიერას “ბაიერნში” გააგრძელებს.
ამასთან დაკავშირებით კომენტარი “ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა გააკეთა.
“დამწუხრებული ვარ, რადგან მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა დაგვტოვა. ის ჩვენთვის მნიშვნელოვანი მოთამაშე იყო.
თუმცა მანეს გადაწყვეტილებას პატივს ვცემ. ვფიქრობ, ფანების დამოკიდებულებაც ასეთი იქნება - თუ გიყვარს ლივერპული, უნდა გიყვარდეს მანეც”, აცხადებს კლოპი.