მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ნიკო კოვაჩმა, "ლაიფციგთან" შეხვედრის ტაქტიკური ცვლილებები გაანალიზა.
იოზუა კიმიხის მარჯვენა ფლანგზე დაბრუნებაზე: "იოს ნებისმიერ პოზიციაზე შეუძლია კარგად ასპარეზობა. მას აქვს შესაძლებლობები, რომლებიც არამხოლოდ ბუნდესლიგაში, არამედ მსოფლიოშიც ძალიან ცოტა მოთამაშეს აქვს. თუმცა სხვა ნახევარმცველებიც გვყავს: კოკო, ხავი, რომელთაც არ უთამაშიათ".
რატომ გავიდა კოუტინიო მოედანზე ასე გვიან: "ჩვენს ორ მოთამაშეს ჰქონდა ყვითელი ბარათი. ასე, რომ მომიწია ბოლო ცვლილების შემონახვა".
რა შეიცვალა მეორე ტაიმში: "შესვენება ტაიმებს შორის მთავარი მწვრთნელისთვის გარკვეული ზომების მისაღებად ძალიან კარგი შესაძლებლობაა. პირველ ტაიმში ვდომინირებდით, ამიტომ მეტოქის მწვრთნელმა რაღაცები შეცვალა და მეორე ტაიმში მათ შეჩერებაზე ვიყავით გადასულები".
"რეკორდმაისტერმა" ბუნდესლიგის ლიდერთან გასვლაზე ფრედ 1:1 ითამაშა და სატურნირო ცხრილში დორტმუნდის "ბორუსიასაც" ჩამორჩა ერთი ქულით.