გერმანიის ბუნდესლიგის მეორე ტურში მიუნხენის "ბაიერნი" საკუთარ მოედანზე "ვოლფსბურგს" დაუპირისპირდა.
გასაკვირი არაა, რომ მატჩი რეკორდმაისტერის უპირატესობით წარიმართა და მათი გამარჯვებით 2:0 დასრულდა.
მიუნხენური გუნდიდან გოლები თომაშ მიულერმა და ჯამალ მუსიალამ გაიტანეს.
2 ტურის შემდეგ, "ბაიერნს" 6 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის სათავეშია.