ულრაიხმა ნოიერისა და ტერ შტეგენის შედარებაზე კომენტარი გააკეთა

ულრაიხმა ნოიერისა და ტერ შტეგენის შედარებაზე კომენტარი გააკეთა

მიუნხენის "ბაიერნის" მეორე გოლკიპერმა, სვენ ულრაიხმა, მანუელ ნოიერისა და მარკ-ანდრე ტერ შტეგენის კონკურენცია განიხილა.

"არ ვიცი ეს საკითხი საერთოდ რატომ განიხილება და ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ მანუსთან ერთად ვთამაშობ. ის ისეთივე ძლიერია, როგორიც ადრე იყო.

გასული სეზონის მეორე ნახევარში მანუმ სერიოზული ნაბიჯი გადადგა წინ, ჩემპიონთა ლიგაზე ძლიერი მატჩები ჰქონდა და თასის ფინალში ნამდვილ გადამრჩენელად მოგვევლინა.

როგორც უკვე აღვნიშნე, ჩემთვის არაფერია სადავო - მანუ უკევ დიდი ხანია უმაღლეს დონეზეა, ოთხჯერ გახდა წლის საუკეთესო მეკარე. მანუელი ჩემთვის ნომერი პირველია!

მესმის, რომ ეს იმედგამაცრუებელია ტერ შტეგენისთვის, რომლის წინაც ასეთი მეკარეა და მას საერთოდ არ უწევს თამაში ნაკრებში. მესმის, რომ ის იმედგაცრუებულია, მაგრამ სპორტში ასე ხდება. ზოგჯერ რიგში უნდა ჩადგე და შენს შანსს ელოდო", - განაცხადა ულრაიხმა.

მანუელ ნოიერი გერმანიის ეროვნული ნაკრების კაპიტანი და პირველი ნომერია, რასაც ვერ ეგუება ტერ შტეგენი, რომელიც "ბარსელონაში" შესანიშნავად ასპარეზობს.


21-09-2019, 11:57
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 44 8 36 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 10 2 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0