კომანი ბოლო წლებში სერიოზულად გავიზარდე

კომანი ბოლო წლებში სერიოზულად გავიზარდე

მიუნხენის "ბაიერნის" შემტევმა ნახევარმცველმა, კინგსლი კომანმა, თავის განვითარებასა და ბოლოდროინდელ პროგრესზე ისაუბრა.

"ფიზიკურად ვგრძნობ, რომ ვეღარ ვარ ისეთი სწრაფი, როგორიც 18-19 წლის ასაკში. ასე, რომ ამ მხრივ ახლა პროგრესს ვერ ვგრძნობ.

თუმცა ტექნიკურად, ტაქტიკურად და პროფესიონალურად, რა თქმა უნდა, ძალიან გავიზარდე. აგრეთვე განვვითარდი გონებრივადაც.

ცხოვრების სხვადასხვა ეტაპებმა, ტრავმებმა, შინაგანად გამაძლიერა. როდესაც იზცრდები, ცხოვრებას სხვანაირად უყურებ...ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ და ძალიან დიდი ენერგია მაქვს. მუდმივად მშიერი ვარ და სულ გოლის გატანა მინდა.

მიუხედავად იმისა, რომ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ტრავმის გამო გამოვტოვე და რომ არა ჯანმრთელობის პრობლემა, მსოფლიო ჩემპიონი ვიქნებოდი, ჩემი პოზიტიური ხასიათი არ დამიკარგავს.

მე არ ვთამაშობ იმისათვის, რომ ვარსკვლავი ვიყო. ვფიქრობ, გუნდს შეუძლია ჩემი იმედი ჰქონდეს", - განაცხადა კინგსლიმ.

23 წლის ფრანგი ვინგერი ტრავმებმა დატანჯა, მაგრამ ახლა მწყობრშია და მიმდინარე სეზონის სტარტზე 7 თამაშში 3 გოლი გაიტანა, 1 ასისტი გააკეთა.


25-09-2019, 13:01
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 37 6 31 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 8 2 5 1
5
კინგსლი კომანი
გოლი: 5 2 3 0
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 3 7 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 9 1 8 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 8 2 5 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 7 1 6 0
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0