მიუნხენის ბაიერნის ლეგენდამ, ლოთარ მათეუსმა გუნდის ამჟამინდელ მთავარ მწვრთნელზე, იულიან ნაგელსმანზე ისაუბრა, რომელსაც კარიერაში არც თუ ისე სახარბიელო პერიოდი უდგას:
"ნაგელსმანი კვლავ ბაიერნის მწვრთნელია - სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ოლივერ კანმა მას დაუჭირა მხარი, მიუხედავად აუგსბურგთან მარცხისა და ოთხ მატჩიანი კატასტროფული სერიის შემდეგ.
ეს იყო ზუსტად ის, რაც ახლა ნაგელსმანს სჭირდებოდა", - განაცხადა მათეუსმა.