მიუნხენის ბაიერნის ლეგენდამ, ფილიპ ლამმა გერმანული გრანდის ახალწვეულზე, სადიო მანეზე და მის სათამაშო ფორმაზე ისაუბრა:
"დავის გარეშე, რომ მას სათამაშოდ მაღალი კვალიფიკაცია აქვს, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მოედანზე როლები მკაფიოდ იყოს გადანაწილებული - ამ მომენტში კი ამას ვერ ვხდედავ, მე არ მესმის, თუ როგორ არის როლები განსაზღვრული - ყველამ კარგად უნდა იცოდეს თუ რა უნდა აკეთოს მოედანზე", - განაცხადა ლამმა.
ლეგენდარულ მოთამაშეს გადაჭრით არ უთქვამს, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ მანეს არასახარბიელო თამაშში ნაგელსმანს "ადანაშაულებს".