მიუნხენური კლუბის შემტევი ნახევარმცველი, სერჟ გნაბრი, "ტოტენჰემთან" საკუთარი გუნდის "მკვლელი ხასიათით" კმაყოფილია.
"ეს დიდებული ასპარეზობა იყო - ერთ-ერთი საუკეთესო, რაც გვქონია. არამგონია "ტოტენჰემისთვის" გასვლაზე 7 გოლი ბევრს გაჰქონდეს. ეს დიდებული საღამო იყო!
ვფიქრობ, სხვა გუნდებმა იციან, რომ ჩვენ არ ვჩერდებით! 3:1 ან 4:2-ს შემდეგ "ბაიერნს" შეეძლო გაჩერება, მაგრამ მეტი გვინდოდა. ვფიქრობ, ეს სხვა კლუბებისთვის გაგზავნილი შეტყობინებაა!", - აღნიშნა 24 წლის გერმანელმა.
მიუნხენელებმა ჩემპიონთა ლიგის გასული წლის ფინალისტი გასვლაზე 7:2 გაანადგურეს და ჯგუფში 6 ქულით ლიდერობენ.