ავტორიტეტული გამოცემა "Fox Sports"-ის ინფორმაციით, ლიონელ მესიმ "ბარსელონას" ხელმძღვანელობას იოზუა კიმიხის გადმობირება პირადად მოსთხოვა.
მოგეხსენებათ, "ბარსელონაში" მარჯვენა მცველის პოზიცია პრობლემატური საკითხია, სერხი რობერტო და ნელსონ სემედუ დაკისრებულ მოვალეობას თავს სათანადოდ ვერ ართმევენ. კატალონიელები კი მომავალ ზაფხულს მართლაც აპირებენ ამ პოზიციის გაძლიერებას.
აღსანიშნავია, რომ მესის არაერთხელ გამოუთქვამს სიმპათია გერმანელი მცველის მიმართ და თუ მის ავტორიტეტსაც გავითვალისწინებთ, ბარსელონას ხელმძღვანელობა არგენტინელს აუცილებლად მოუსმენს.
ყველაფრის მიუხედავად, არსებობს რამდენიმე ბარიერი რის გამოც ეს ტრანსფერი ნაკლებად სავარაუდოა. პირველ რიგში, იოზუა მიუნხენში თავს მშვენივრად გრძნობს, "ბაიერნის" ბოსები კი არ აპირებენ მასთან შელევას. ასევე, კიმიხს "რეკორდმაისტერთან" კონტრაქტი 2023 წლამდე აკავაშირებს, მისი სატრანსფერო ღირებულება კი 70 მილიონ ევროს შეადგენს.