ლეგენდარულმა გერმანელმა მეკარემ, ოლივერ კანმა ესპანეთთან მატჩზე ისაუბრა და მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე გერმანიის ნაკრების შანსები შეაფასა:
"ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი. გუნდი კვლავ ტურნირზეა, ეს კი პირველი თამაშის შემდეგ პრობლემა იყო. კიდევ ერთხელ ჯგუფში ჩარჩენა გერმანული ფეხბურთისთვის ძალიან ცუდი იქნებოდა.
თუ გუნდი ისე ითამაშებს, როგორც ეს ესპანეთთან გააკეთა, მათი დამარცხება ძალიან რთული იქნება. ჩვენი ფეხბურთელები თუ იმ ხარისხს, რაც აქვთ მოედანზე გადმოიტანენ, მაშინ ჩვენ ნამდვილად შორს წავალთ, ფავორიტ ბრაზილიასთან და საფრანგეთთან ერთად", - განაცხადა კანმა.