მოგხსენებათ, მსოფლიო ჩემპიონატის მე-2 ტურის მატჩში, გერმანიის ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდა და ფრედ, 1:1 ითამაშა.
აღნიშნულ შეხვედრაში გოლები შეცვლაზე შემოსულმა მოთამაშეებმა, ალვარო მოროტამ და ნიკლას ფიულკრუგმა გაიტანეს.
მომდევნო მატჩს, გერმანიის ნაკრები 1 დეკემბერს, კოსტა-რიკას წინააღმდეგ გამართავს - ნიკლას ფიულკრუგმა მოსალოდნელ მატჩზე და მომდევნო მეტოქეზე გააკეთა კომენტარი:
"მეორე თამაშში ისინი უკეთესები იყვნენ. ჩვენ ვემზადებით იმისთვის, რომ ისინი ისევე ითამაშებენ, როგორც ეს იაპონიასთან მატჩში მოახერხეს. თამაში უნდა ვაკონტროლოთ, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი შანსები გამოვიყენოთ და გოლებად ვაქციოთ", - განაცხადა ფიულკრუგმა.
ასევე: რა შემთხვევაში გავა გერმანია მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფიდან?