მიუნხენის ბაიერნის სპორტულმა დირექტორმა, ოლივერ კანმა ჩემპიონთა ლიგაზე და გერმანული კლუბის მომდევნო მეტოქეზე, პსჟ-ზე ისაუბრა:
"რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის გვსურს სეზონში სამივე ტიტულის მოგება, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ ჩემპიონთა ლიგას აუცილებლად მოვიგებთ, ამის დაგეგმვა წინასწარ შეუძლებელია. ახლა პარი სენ-ჟერმენტს ვეთამაშებით, სადაც ყველაფერი 50-50-ზეა, ყველაფერი შეიძლება მოხდეს...", - განაცხადა კანმა.