მიუნხენურმა გრანდმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში სტუმრად "ოლიმპიაკოსი" 3:2 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ გერმანული გრანდი ბოლო წლებში ძალიან კარგად ასპარეზობს სტუმრად და უნიკალურ შედეგსაც მიაღწია.
"ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგაზე გასვლაზე ზედიზედ 11 მატჩია დაუმარცხებელია, რაც კლუბის ისტორიაში სარეკორდო მაჩვენებელია!
მიუნხენელები ჩემპიონთა ლიგაზე სტუმრად ბოლოს 2017 წლის სექტემბერში "პსჟ-სთან" დამარცხდნენ (0:3).
მას შემდეგ "ბაიერნმა" გასვლაზე 8 შეხვედრა მოიგო და სამი ფრედ დაასრულა.