"მსგავსი საქციელი ბაიერნის ხასიათში არ ჯდება", - სალიჰამიჯიჩმა გნაბრი საჯაროდ გააკრიტიკა

"მსგავსი საქციელი ბაიერნის ხასიათში არ ჯდება", - სალიჰამიჯიჩმა გნაბრი საჯაროდ გააკრიტიკა

როგორც უკვე მოგახსენეთ, 22 იანვარს, მიუნხენის ბაიერნის ვინგერი, სერჟ გნაბრი პარიზში იმყოფებოდა, სადაც პარიზის მოდის კვირეულს დაესწრო.

ეს ყველაფერი კი იმის ფონზე, რომ ბაიერნს ორ დღეში კიოლნთან მატჩი ელოდა - საბოლოოდ, შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან ჰასან სალიჰამიჯიჩმა ისაუბრა და სერჟ გნაბრი საჯაროდ გააკრიტიკა:

"მსგავსი საქციელი არ ჯდება მიუნხენის ბაიერნის ხასიათში. მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელმა დასვენების დღეს დაისვენოს - ამაზე გნაბრის აუცილებლად დაველაპარაკები", - თქვა სალიჰამიჯიჩმა.

გნაბრის პარიზში ვიზიტზე, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე იულიან ნაგელსმანსაც ჰკითხეს, რაზეც რეკორდმაისტერის დამრიგებელმა განაცხადა:

"როგორც ჩვეულებრივი დამსაქმებელი, თქვენ არ შეგიძლიათ უთხრათ თქვენს თანამშრომლებს, რომ კვირაობით 10 საათზე ეკლესიაში უნდა იარონ, ისადილონ 12 საათზე და დაიძინონ დღის 2 საათზე - თუმცა, ეს ყოველთვის მომგებიანი უნდა იყოს მისი საქმისთვის და ხელი არ შეუშალოს."


25-01-2023, 23:59
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 39 7 32 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 8 2 5 1
5
კინგსლი კომანი
გოლი: 5 2 3 0
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 3 7 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 8 1 6 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0