მიუნხენის "ბაიერნის" ახალგაზრდა მცველმა, ბენჟამენ პავარმა, "ოლიმპიაკოსთან" შეხვედრაზე ისაუბრა.
"ვიცოდით, რომ აქ რთული მატჩი გველოდა. "ოლიმპიაკოსის" ფანები საკუთარ გუნდს ბოლომდე უჭერდნენ მხარს.
პირველი გოლი გავუშვით, მაგრამ პანიკაში არ ჩავვარდით. კარგი ფეხბურთი ვითამაშეთ და სამი ქულის სახით მიზანს მივაღწიეთ.
ახლა ორ კვირაში საპასუხო მატჩისთვის უნდა მოვემზადოთ. მიუნხენში მნიშვნელოვანი თამაში იქნება: თუ მოვიგებთ, ფლეი-ოფში გავალთ.
ვფიქრობ, წინა მატჩებთან შედარებით დაცვაში პროგრესი იგრძნობა. მეორე გოლი უიღბლობა იყო. სამი ქულა ავიღეთ და ვეცდებით, რომ მომავალში უფრო ცოტა გოლი გავუშვათ", - განაცხადა განაცხადა 23 წლის ფრანგმა.
"რეკორდმაისტერი" უკვე ზედიზედ 4 მატჩია მინიმუმ ორ გოლს უშვებს. საბერძნეთში "ბაიერნმა" 3:2 იმარჯვა და ჯგუფს 9 ქულით ლიდერობს.