"ასეთ მატჩებში, ყველაფერს ეს კომპონენტი წყვეტს", - ნაგელსმანის ვრცელი კომენტარი პსჟ-სთან მატჩამდე

"ასეთ მატჩებში, ყველაფერს ეს კომპონენტი წყვეტს", - ნაგელსმანის ვრცელი კომენტარი პსჟ-სთან მატჩამდე

დღეს, თბილისის დროით 23:55 საათზე, ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის განმეორებით შეხვედრაში, მიუნხენის ბაიერნი შინ პსჟ-ს უმასპინძლებს. ამ გუნდების პირველი დაპირისპირება, ნაგელსმანის გუნდის გამარჯვებით (0-1) დასრულდა.

მატჩამდე კლუბის ტელევიზიასთან მიცემულ ინტერვიუში, ნაგელსმანმა მოსალოდნელ შეხვედრაზე ისაუბრა:

"პსჟ-ს მინიმუმ ერთი გოლი სჭირდება, რათა თამაში გაათანაბროს. ველოდები, რომ თავიდანვე დიდ ზეწოლას განახორციელებენ ჩვენზე. ლიგა 1-ში ისინი ხშირად იცავენ თავს ღრმად და კონტრშეტევებზე თამაშობენ. მათი სათამაშო სტილი ასევე დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ არის ფორმაშია და ვის შეუძლია თამაში.

პირველ თამაშში ისინი სტარტზე კილიან მბაპეს გარეშე იყვნენ, რამაც ოდნავ იმოქმედა მათ მატჩის გეგმაზე. როდესაც ის მოედანზე შემოვიდა, პსჟმ სხვანაირად დაიწყო თამაში. როგორც ვთქვი, ველი, რომ მიუნხენში ბევრად უფრო შემტევები და ღია პსჟ-ს ვიხილავთ, ვიდრე ეს პარიზში იყო.

ჩვენ ძალიან კარგად სტრუქტურირებული გუნდი ვართ. ყველას გვსურს ჩემპიონთა ლიგაზე რაც შეიძლება შორს წასვლ, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ისეთ გუნდებში, როგორიც ბაიერნი და პსჟა, ყოველთვის მატჩის დღის ფორმა წყვეტს ყველაფერს
", - განაცხადა ნაგელსმანმა.


7-03-2023, 18:57
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჩუპო მოტინგი
გოლი: 17 4 10 3
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 15 0 11 4
3
ლეროი სანე
გოლი: 13 4 7 2
3
სერჟ გნაბრი
გოლი: 12 2 9 1
4
სადიო მანე
გოლი: 11 3 6 2
1
სერჟ გნაბრი
ასისტი: 4 0 2 2
2
იოზუა კიმიხი
ასისტი: 4 2 2 0
2
ტომას მიულერი
ასისტი: 3 2 0 1
4
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 3 1 1 1
5
ლეროი სანე
ასისტი: 3 1 1 1
1
ჟერომ ბოატენგი
0 0 0 0 0
2
ხავი მარტინესი
0 0 0 0 0
3
ტიაგო ალკანტარა
0 0 0 0 0
4
იოზუა კიმიხი
0 0 0 0 0
5
ბენჟამენ პავარი
0 0 0 0 0