ბუნდესლიგის 24-ე ტურის შეხვედრაში, მიუნხენის ბაიერნამ საკუთარ მოედანზე აუგსბურგს უმასპინძლა და მეტოქე 5:3 დაამარცხა.
აღნიშნული შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე ბენჟამინ პავარი გახდა, რომლის მომავალი მიუნხენურ გრანდში ბუნდოვანია.
მატჩის დასრულების შემდეგ, ფრანგ მცველზე რეკორდმაისტერის დირექტორმა, ჰასან სალიჰამიჯიჩმა ისაუბრა:
"დღევანდელი მატჩის შემდეგ, მას დიდი კომპლიმენტები ეკუთვნის, ის იყო ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე ბოლო 4-6 კვირის განმავლობაში - ვარჯიშზეც ყოველდღე ღიმილიანი სახით მოდის. რაც შეეხება დანარჩენს, ყველაფერი გაირკვევა...", - განაცხადა სალიჰამიჯიჩმა.