"ჯერ არ მიმიღია, მაგრამ უმჯობესი იქნება...", - დე ლიხტის კომენტარი ზომერის დაპირებულ საჩუქარზე

"ჯერ არ მიმიღია, მაგრამ უმჯობესი იქნება...", - დე ლიხტის კომენტარი ზომერის დაპირებულ საჩუქარზე

მოგეხსენებათ, მიუნხენის ბაიერნმა ორმატჩიან დუელში ფრანგული პსჟ 3:0 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში გასვლა გაინაღდა.

განმეორებითი შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი რეკორდმაისტერის მეკარემ, იან ზომერმაც გააკეთა, რომელიც ერთ-ერთ ეპიზოდში შეცდა და მისი გადარჩენა მატიას დე ლიხტს მოუწია.

სწორედ აღნიშნულ ეპიზოდზე გააკეთა კომენტარი შვეიცარიელმა მეკარემ:

"რაც დე ლიხტმა გააკეთა, წარმოუდგენელი იყო. იმ ეპიზოდში ყველაფერი რომ არასწორად დასრულებულიყო, თამაში სხვაგვარად წარიმართებოდა.

როგორ ვაპირებ მისთვის მადლობის გადახდას? დე ლიხტის კარებთან შვეიცარიული შოკოლადით სავსე სატვირთო მანქანას დავტოვებ
", - განაცხადა ზომერმა.

აუგსბურგთან მოგების შემდეგ კი დე ლიხტმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ აღნიშნული საჩუქარი ჯერ არ მიუღია:

"საჩუქარი ჯერ არ მიმიღია (იცინის). ახლა კარგ ფორმაში ვართ, ამიტომ უმჯობესი იქნება თუ ბევრ შოკოლადს არ შევჭამთ", - განაცხადა დე ლიხტმა.


12-03-2023, 18:14
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 40 7 33 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0