მიუნხენის ბაიერნის ყოფილმა პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა გერმანულ გუნდში ჰარი კეინის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი:
"იდეაში წარმომიდგენია, რომ ფეხბურთელი, რომელიც 100 მილიონი ევრო ღირს, ბაიერნს შემოუერთდეს, მაგრამ კეინის შემთხვევაში, საკუთარი აზრი არაერთხელ დავაფიქსირე - ის 30 წლისაა", - განაცხადა ჰიონესმა.
ცნობისთვის, უცხოური მედიების მტკიცებით, ბაიერნი ჰარი კეინის დამატების შესაძლებლობას გუნდიდან რობერტ ლევანდოვსკის წასვლის შემდეგ განიხილავს.