მოგეხსენებათ, დიდხნიანი იძულებით პაუზის შემდეგ სადიო მანე მოედანს დაუბრუნდა - ტრავმიდან დაბრუნებულმა სენეგალელმა მოთამაშემ რამდენიმე მატჩში უკვე მიიღო მონაწილეობა, მაგრამ 90 წუთის სრულად სათამაშოს ბოლომდე მზად მაინც არ არის.
სწორედ ამ თემაზე ისაუბრა რეკორდმაისტერის პრეზიდენტმა, ჰერბეტ ჰაინერმა:
"ვფიქრობ, მანეს სათამაშო პრაქტიკა აკლია. 90 წუთი თამაში ძალიან გასხვავდება ყოველდღიური ვარჯიშებისგან. ის ნელ-ნელა უმჯობესდება და ფორმაში შედის. მანე შესანიშნავი ფეხბურთელია და ცხადია ფეხბურთის თამაში არ დავიწყებია", - განაცხადა ჰაინერმა.