3 ტოპ გუნდი, რომლებსაც მთავარ მწვრთნელად ნაგელსმანის ხილვა სურთ

3 ტოპ გუნდი, რომლებსაც მთავარ მწვრთნელად ნაგელსმანის ხილვა სურთ

მოგეხსენებათ, რამოდენიმე დღის წინ ბაიერნმა მოულოდნელად მთავარი მწვრთნელი იულიან ნაგელსმანის გაათავისუფლა, მის შემცვლელად კი ტომას ტუხელს მოიყვანა.

თუ გერმანულ გამოცემებს დავუჯერებთ, ნაგელსმანს გათავისუფლებისთანავე რამდენიმე მსურველი გამოუჩნდა, საუბარია ორ ინგლისურ და ერთ ესპანურ ტოპ გუნდზე.

35 წლის სპეციალისტის გუნდში მოყვანით პირველი ტოტენჰემი დაინტერესდა, რომელსაც ანტონიო კონტესთან რთული და დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა და საბოლოოდ, იტალიელმა სპეციალისტამ ორიოდე დღის წინ გუნდიც დატოვა, რაც შეეხება ლონდონის ჩელსის, მიუხედავად დიდი ფინანსური რესურსისა და გაკეთებული ტრანსფერებისა, გრეჰემ პოტერის გუნდს ცუდი შედეგები აქვს, რითიც რა თქმა უნდა კლუბის მფლობელები უკმაყოფილონი არიან და მწვრთნელის შეცვლის ალტერნატივას განიხილავენ.

რეალ მადრიდის შემთხვევაში, დიდია ალბათობა კარლო ანჩელოტიმ გუნდი ზაფხულში დატოვოს და 63 წლის სპეციალისტის ერთ-ერთ მთავარ შემცვლელად ფლორენტინო პერესი სწორედ ახალგაზრდა ნაგელსმანს მოიაზრებს.

ჯერჯერობით უცნობია, თუ სად სურს იულიან ნაგელსმანს კარიერის გაგრძელება, სავარაუდოდ ყველაფერი ზაფხულამდე გაირკვევა.


29-03-2023, 09:40
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 37 6 31 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 8 2 5 1
5
კინგსლი კომანი
გოლი: 5 2 3 0
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 3 7 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 9 1 8 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 8 2 5 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 7 1 6 0
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0