მოგეხსენებათ, ბაიერნმა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ნაგელსმანი დროზე ადრე დაითხოვა და მის შემცვლელად ტომას ტუხელი მოიყვანა.
აღნიშნულზე კომენტარი რეკორდმაისტერის და გერმანიის ნაკრების ლიდერმა, იოზუა კიმიხმაც გააკეთა:
"რა თქმა უნდა ვეცდებით, რომ რაც შეიძლება გავუმარტივოთ საქმე ახალ მწვრთნელს. წინ დიდი დრო არ არის, არადა მნიშვნელოვანი მატჩები გველოდება.
ყველამ კარგად ვიცით თუ რა შეუძლია მწვრთნელს და ასევე ვფიქრობ, რომ მწვრთნელმაც კარგად იცის როგორი გუნდიც ჰყავს", - თქვა კიმიხმა.