მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელობამ ახალგაზრდა და პერსპექტიულ ცენტრალურ თავდამსხმელს დაადგა თვალი.
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი, ფაბრიციო რომანო, იტყობინება, რომ "რეკორდმაისტერი" 19 წლის ნორვეგიელი სუპერ-ტალანტით, ერლინ ბრაუტ ჰალანდით დაინტერესდა.
ჰალანდი ავსტრიული "ზალცბურგის" ღირსებას იცავს და ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ფანტასტიკური თამაშით გააცნო თავი ყველას.
ერლინს მიმდინარე სეზონში სულ 15 თამაშში 22 გოლი აქვს გატანილი, აქედან 6 ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ სამ ტურში.
ჰალანდით "ბაიერნის" გარდა კიდევ არაერთი ევროპული ტოპ-კლუბია დაინტერესებული, მათ შორის "პსჟ", "მანჩესტერ სიტი" და მადრიდის "რეალი".