"მუდმივად თავდაცვის რეჟიმში არიან, მაგრამ ახლა...", - მათეუსმა კანზე და სალიჰამიჯიჩზე ისაუბრა

"მუდმივად თავდაცვის რეჟიმში არიან, მაგრამ ახლა...", - მათეუსმა კანზე და სალიჰამიჯიჩზე ისაუბრა

მოგეხსენებათ, მას შემდეგ, რაც ბაიერნმა ყველასგან მოულოდნელად იულიან ნაგელსმანი მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა, კლუბში სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა და სეზონი დამძიმდა.

ახლა ბაიერნი მხოლოდ ერთ ფრონტზე - ბუნდესლიგაში იბრძვის და ტიტულისთვის ბრძოლას დორტმუნდთან გამართავს, მაშინ, როცა ნაგელსმანის დროს რეკორდმაისტერი ჩემპიონთა ლიგაზეც წარმატებულად გამოდიოდა და გერმანიის თასზეც.

ბევრი გერმანიაში წარუმატებლობას ჰასან სალიჰამიჯიჩს და ოლივერ კანს აბრალებს - აღნიშნულ თემაზე კომენტარი ლეგენდარულმა გერმანელმა, ლოთარ მათეუსმაც გააკეთა.

"კანმა და სალიჰამიჯიჩმა საკუთარ თავებს უნდა დაუსვან კითხვა: რა დავაშავეთ? რას ვაკეთებთ არასწორად? რა არ მუშაობს? იყო თუ არა მწვრთნელის შეცვლა საჭირო შუა სეზონში? და ა.შ.

საბოლოოდ, ყველამ ნათლად დავინახეთ, რომ მწვრთნელის უეცარმა ცვლილებამ არაფერი შედეგი არ მოიტანა. განსაკუთრებით კი ეს მაინცთან მარცხის შემდეგ გამოჩნდა.

ჩემი აზრით, კანმაც და სალიჰამიჯიჩმაც ძალიან ბევრი რამ დაუშვეს - ისინი მუდმივად თავდაცვის რეჟიმში არიან და მკაფიო განცხადებებს ერიდებიან, ახლა კი საჯაროდ გამოსვლა და მკაფიო განცხადებების გაკეთება მოუწევთ - ასევე, მეტად კრიტიკულები უნდა იყვნენ საკუთარი თავის მიმართ
", - განაცხადა მათეუსმა.


23-04-2023, 20:41
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 37 6 31 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 8 2 5 1
5
კინგსლი კომანი
გოლი: 5 2 3 0
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 3 7 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 9 1 8 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 8 2 5 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 7 1 6 0
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0