მოგეხსენებათ, გერმანიაში ბაიერნის ჰეგემონიის დამხობამდე პრაქტიკულად აღარაფერი რჩება - ბოლო ტურის წინ სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად დორტმუნდის ბორუსია ლიდერობს.
მთავარი პრობლემა ბაიერნისთვის ამ სეზონში კარგი გამოცდილი ფორვარდი იყო, რაზეც ჟურნალისტებმა გალიდერების შემდეგ ბორუსიელთა შემტევს, სებასტიან ალეს ჰკითხეს.
ჟურნალისტი: "ბაიერნი ამ დრომდე უიმედოდ ეძებს გამოკვეთილ ფორვარდს, გიზიდავს ამ კლუბში გადასვლის იდეა?"
სებასტიან ალე: "არა! მსურს დორტმუნდთან ერთად მოვიგო ტიტული."