მამარდაშვილის შემცვლელად? იან ზომერის სახელი 4 კლუბს დაუკავშირეს

მამარდაშვილის შემცვლელად? იან ზომერის სახელი 4 კლუბს დაუკავშირეს

მოგეხსენებათ, იან ზომერის ბაიერნიდან წასვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილი ამბავია - ამის მიზეზი კი ის გახლავთ, რომ რეკორდმაისტერს ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ მანუელ ნოიერი უბრუნდება, რაც ავტომატურად იმას ნიშნავს, რომ ზომერი სასტარტო შემადგენლობაში ადგილს დაკარგავს - ეს კი 34 წლის მეკარის გეგმებში არ შედის.

ზომერი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლას აპირებს და საამისოდ სათამაშო პრაქტიკა სჭირდება.

როგორც გერმანული kicker წერს, იან ზომერის დამატება 4 კლუბს სურს, მათ შორისაა გიორგი მამარდაშვილის ვალენსიაც, რომელიც ქართველ მეკარეს სეზონის ბოლოს დიდი ალბათობით ფინანსური კრიზისის გამო გაყიდის, გარდა ღამურებისა, ზომერის დამატება ლესტერ სიტის, მონაკოს და ვილიარეალსაც სურთ.

ცნობისთვის, ზომერსა და ბაიერნს შორის არსებულ კონტრაქტს ვადა 2025 წელს გასდის, თუმცა მხარეებს შორის 'ჯელტმენური' შეთანხმება არსებობს, რაც ზომერს კლუბის დატოვების შესაძლებობას აძლევს, თუ ნოიერი მთავარ მეკარედ დაბრუნდება.


25-05-2023, 19:16
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 40 7 33 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0