მოგეხსენებათ, ლეონ გორეცკას თამაშით მიმდინარე წელს ბევრი გულშემატკივარი უკმაყოფილო დარჩა - გერმანულ მედიაში უფრო და უფრო ხშირად იწერება იმის თაობაზე, რომ 28 წლის შუახაზელმა შესაძლოა ბაიერნი დატოვოს.
გორეცკას ბაიერნთან არსებული კონტრაქტი 2026 წლამდე აკავშირებს და როგორც გაირკვა, მას კლუბის დატოვება არ სურს - გერმანელ ნახევარმცველს რუმენიგეს ბანაკში მხარდამჭერები ჰყავს და მისი წასვლა ნაკლებად სავარაუდოა.
თავის მხრივ, მანჩესტერ იუანიტედი სიტუაციას აქტიურად აკვირდება და თუ რამე შეიცვალა, არ არის გამორიცხული შეთავაზებაც გააკეთოს.