"თუ ამას რამდენიმე თვე ან შობამდე დაცა დასჭირდება, ეს არ გვაწუხებს", - ჰაინერი სპორტული დირექტორის პოზიციაზე

"თუ ამას რამდენიმე თვე ან შობამდე დაცა დასჭირდება, ეს არ გვაწუხებს", - ჰაინერი სპორტული დირექტორის პოზიციაზე

მოგეხსენებათ, ბუნდესლიგის ბოლო ტურში გაჩემპიონების შემდეგ მიუნხენის ბაიერნმა დაკავებული თანამდებობიდან ოლივერ კანი და ჰასან სალიჰამიჯიჩი გაათავისუფლა.

მიუხედავად ამისა, ბაიერნი კვლავ ახალი სპორტული დირექტორის ძიების პროცესშია, რაზეც კლუბის პრეზიდენტმა ჰერბეტ ჰაინერმაც ისაუბრა.

"ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო წარმოდგენა და ხედვა იმის თაობაზე, თუ როგორი ადამიანი გვჭირდება ამ პოზიციაზე. გვჭირდება ამბიციური ადამიანი, რომელიც თავისი საქმის პროფესიონალი იქნება.

როდესაც სპორტულ დირექტორს ვეძებთ, საკუთარ თავს ვეუბნებით, რომ სიჩქარეს ჯობია საქმე ხარისხიანად გავაკეთოთ. რა თქმა უნდა ჩვენი სურვილიცაა, რომ ეს საკითხი მალე დაიხუროს, მაგრამ თუ ამას რამდენიმე თვე ან შობამდე დაცა დასჭირდება, ეს არ გვაწუხებს.

ამ პოზიციაზე დაინიშნება ადამიანი, რომელშიც სრულად ვიქნებით დარწმუნებულები და ვინც შეძლებს ჩვენი ამბიციური გეგმების მიღწევას
", - განაცხადა ჰაინერმა.


6-06-2023, 23:29
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 40 7 33 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0