რეკორდმაისტერის მტრები

რეკორდმაისტერის მტრები

გერმანიის ყველაზე წარმატებულ საფეხბურთო კლუბს პრინციპული მეტოქეები ჰყავს როგორც ქალაქის, ასევე - რეგიონის, ქვეყნის და კონტინენტის ფარგლებში. პოსტში ზოგიერთ მათგანს გაგაცნობთ.

"ბაიერნი" ქალაქ მიუხენში არსებული სამი ტრადიციული საფეხბურთო კლუბიდან ერთ-ერთია. ქალაქის დონეზე მისი ყველაზე პრინციპული მეტოქე "მიუნხენ 1860-ია"". მიუნხენის დერბიში დაძაბულება პიკს 1960-იან წლებში აღწევდა, რომლის მანძილზეც "1860-მა" ქვეყნის თასი და ჩემპიონატი მოიგო. 1970 წლებიდან "1860" სულ უფრო და უფრო იშვიათად თამაშობს ქვეყნის უმაღლეს დივიზიონში, თუმცა თასზე გუნდების დერბს ისევ მოუთმენლად ელიან მიუნხენის მცხოვრებლები. გუნდებს შორის დაძაბულობას კიდევ უფრო ამძაფრებს ფაქტი, რომ ქალაქელთათვის "1860" მუშათა კლასთან ასოცირდება, მაშინ როცა "ბაიერნის" დირექტორთა საბჭოში ბევრ წარმატებულ ბიზნესმენსაც ნახავთ. მიუხედავად დაძაბული ურთიერთობებისა "ბაიერნი" ხშირად დახმარებია "1860-ს" ფინანსური გაჭირვების ჟამს.

1920-იანი წლებიდან მოყოლებული ბავარიის რეგიონში "ბაიერნის" მთავარ მოწინააღმდეგედ "ნიურნბერგი" ითვლება. აღსანიშნავია, რომ გერმანული საკლუბო ფეხბურთის ადრეულ წლებში "ნიურნბერგი" პრინციპულ მეტოქეზე ბევრად წარმატებული კლუბი იყო. "რეკორდმაისტერმა" 1987 წლამდე ვერ მოახერხა "ლეგენდებისთვის" მოგებული ქვეყნის ჩემპიონატების რაოდენობით ეჯობნა.

ბაიერნის პრინციპული მეტოქეობა კაიზერსლაუტერნთან 1973 წელს გამართული ცნობილი მატჩიდან მოდის, რომელსაც ბაიერნი 4-1-ს იგებდა, თუმცა საბოლოოდ 4-7 დათმო. ამას გარდა, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გამართულ პლებისციტამდე ქალაქი კაიზერსლაუტერნი ბავარიის რეგიოის შემადგენლობაში შედიოდა.

ქვეყნის მასშტაბით "ბაიერნის" ყველაზე პრინციპული მეტოქეები, როგორც წესი, ისეთი გუნდები იყვნენ, რომლებიც ყველაზე დიდ წინააღმდეგობას უწევდნენ რეკორდმაისტერს ქვეყნის ჩემპიონობისთვის ბრძოლაში. 1970-იან წლებში ასეთი კლუბი "მიუნხენგლადბახის ბორუსია" იყო, 80-იანებში "ჰამბურგი", 90-იანებში დორტმუნდის "ბორუსია", ბრემენის "ვერდერი" და "ბაიერ ლევერკუზენი". "ბორუსიასა" და "ბაიერნს" შორის დაძაბულობამ პიკს 2012-2013 წლების ჩემპიონთა ლიგის ფინალში მიაღწია, რომელიც "ბაიერნის" გამარჯვებით 2-1 დასრულდა.

ევროპის მაშტაბით ბაიერნის ყველაზე პრინციპული მეტოქეები "მილანი", მადრიდის "რეალი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" არიან. რასაც გუნდებს შორის გამართული პრინციპული დაპირისპირებები განაპირობებს, მათ შორის გამორჩეული კი, რა თქმა უნდა, 1999 წელს "წითელ ეშმაკებსა" და "რეკორდმაისტერს" შორის "კამპ ნოუზე" გამართული ჩემპიონთა ლიგის ფინალია. მადრიდის "რეალი" და "ბაიერნი" ევროპის მასშტაბით 24-ჯერ შეხვედრიან ერთმანეთს, იმ სირთულეებიდან გამომდინარე, რასაც "რეკორდმაისტერი" "მერენგებს" უქმნის სამეფო კლუბის ქომაგები ბაიერნს ხშირად "შავი მხეცის" მეტსახელით მოიხსენიებენ. მიუხედავად დაპირისპირების ასეთი მდიდარი ისტორიისა "რეალი" და "ბაიერნი" ერთმანეთს არასდროს შეხვედრიან ევროპული თასების ფინალში.

წყარო: http://blog.ug.edu.ge/ge/all_posts?fbclid=IwAR3Zi32cHzLzJzy4Jqsc2hk6O4jFHfvRB5ABdYthFy6dxIjc5LHs3eT1lnE


9-11-2019, 00:26
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 39 7 32 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 8 2 5 1
5
კინგსლი კომანი
გოლი: 5 2 3 0
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 3 7 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 8 1 6 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0