კანმა ბაიერნის მომავალზე ისაუბრა

კანმა ბაიერნის მომავალზე ისაუბრა

მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა კაპიტანმა და მეკარემ, ლეგენდარულმა ოლივერ კანმა, "რეკორდმაისტერის" პოტენციური მთავარი მწვრთნელის თაობაზე კომენტარი გააკეთა.

"დრომ, როდესაც "ბაიერნი" მხოლოდ კარგი ფეხბურთისთვისა და ბუნდესლიგის მოსაგებად იბრძოდა, ჩაიარა.

ფეხბურთი შეიცვალა, ის ახლა სპექტაკლია. გულშემატკივრები, რომლებიც თამაშებს ესწრებიან, მოწყურებულები არიან კარგ ფეხბურთს. მოლოდინი უდიდესია, სტანდარტებმა აიწია.

ძალიან კარგად უნდა გაანალიზდეს თუ რა ფეხბურთის წარმოდგენა მოუწევს "ბაიერნს". ვინ არის მწვრთნელი, რომელიც ფილოსოფიას იდეალურად ერგება ?

ვფიქრობ, ამ საკითხს ძალიან, ძალიან ფრთხილად უნდა მივუდგეთ. ამ გადაწყვეტილებამ შესაძლოა ახალი ეპოქა შექმნას", - განაცხადა "ტიტანმა".

ნიკო კოვაჩის წასვლის შემდეგ გერმანული გრანდი ახალი თავკაცის ძიებაშია. "რეკორდმაისტერის" სიაში ფავორიტი ჰოლანდიელი ერიკ ტენ ჰაგია, რომელიც ზაფხულში გახდება ხელმისაწვდომი.


9-11-2019, 02:20
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 40 7 33 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 9 2 6 1
5
თომას მიულერი
გოლი: 7 1 5 1
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 11 3 8 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 9 1 7 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0