გერმანიის ფეხბურთის ფედერაციასა და იულიან ნაგელსმანს შორის პირველადი მოლაპარაკებები შედგა, მაგრამ ახალგაზრდა სპეციალისტს საბოლოო გადაწყვეტილება ამ დრომდე არ მიუღია.
პრობლემა ის არის, რომ გერმანიის ფედერაცია ნაგელსმანს წელიწადში 4 მილიონ ევროს სთავაზობს ხელფასის სახით - ბაიერნში კი მას 7 მილიონი ჰქონდა.
თავის მხრივ, თუ ნაგელსმანი ნაკრების მწვრთნელობას დათანხმდება, ბაიერნი მას საკომპენსაციო თანხას არ გადაუხდის, რადგან მიუნხენურ გრანდში მიაჩნიათ, რომ ეს გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის პრობლემაა და არა კლუბის.
ერთი სიტყვით, ნაგელსმანი გერმანიის ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატებს შორის ფავორიტია, მაგრამ საბოლოო შეთანხმებამდე უამრავი მცირე დეტალია მოსაგვარებელი.