მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა ვინგერმა, არიენ რობენმა, 2013 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში გატანილი გოლი გაიხსენა.
"ამ მომენტს უკვე 20-30-ჯერ ვუყურე, მაგრამ ყოველ ჯერზე ტანში ჟრუანტელი მივლის.
მადლობა უნდა გადავუხადოთ ფრანკს. რა თქმა უნდა, გოლი მე გავიტანე, მაგრამ ძალიან ცოტა მოთამაშე თუ გააკეთებდა ასეთ ინტელექტუალურ გადაცემას", - გაიხსენა "მფრინავმა ჰოლანდიელმა".
"რეკორდმაისტერმა" 2013 წელს ჩემპიონთა ლიგის ტიტული ისტორიაში მეხუთედ მოიპოვა და "უემბლიზე" დორტმუნდის "ბორუსია" 2:1 დაამარცხა.
გამარჯვების გოლი ბოლო წუთებზე არიენ რობენმა ფრანკ რიბერის ქუსლით გაკეთებული გადაცემის შემდეგ გაიტანა.