ლიოვი ფლიკს ბაიერნში წარმატების მიღწევა შეუძლია

ლიოვი ფლიკს ბაიერნში წარმატების მიღწევა შეუძლია

გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იოახიმ ლიოვმა, ჰანსი ფლიკის წარმატებული დებიუტი შეაფასა.

"ჰანსის წარმატების მიღწევა შეუძლია. მას სხვადასხვა კუთხით საკმაოდ დიდი გამოცდილება, შესაფერისი კომპეტენცია და ენთუზიაზმი აქვს. ვფიქრობ, ეს საუკეთესო თვისებებია.

ჰანსის აქვს მკაფიო იდეები თუ როგორ უნდა ათამაშოს გუნდი. მისი კარგი და წარმატებული დასაწყისი ჩემთვის სიურპრიზი ნამდვილად არ ყოფილა", - განაცხადა ლიოვმა.

ჰანსი ფლიკმა გასულ კვირას გათავისუფლებული ნიკო კოვაჩი შეცვალა და სადებიუტო ორი შეხვედრა მშრალად მოიგო.

გასულ უქმეებზე "რეკორდმაისტერმა" შინ მთავარი მეტოქე დორტმუნდის "ბორუსია" 4:0 გაანადგურა და ფლიკის რეპუტაციაც გაძლიერდა.

ლიოვი 54 წლის გერმანელ სპეციალისტს ძალიან კარგად იცნობს. 2006-14 წლებში ჰანსი სწორედ იოახიმის ასისტენტი იყო და მათ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ერთად მოიგეს.


13-11-2019, 01:58
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 39 7 32 0
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 12 2 10 0
3
ლეროი სანე
გოლი: 9 1 8 0
4
მატის ტელი
გოლი: 8 2 5 1
5
კინგსლი კომანი
გოლი: 5 2 3 0
1
ლეროი სანე
ასისტი: 12 1 11 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 10 3 7 0
3
ტომას მიულერი
ასისტი: 8 1 7 0
4
იოზუა კიმიხი
ასისტი: 9 2 6 1
5
ლეონ გორეცკა
ასისტი: 8 1 6 1
1
ლეონ გორეცკა
5 0 2 3 0
2
ლეროი სანე
5 0 1 4 0
3
დე ლიხტი
5 0 0 5 0
4
ალექსანდარ პავლოვიჩი
5 0 0 5 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 2 1 3 0