გერმანიის ეროვნული ნაკრების გარემარბის, ლეროი სანეს, ტრანსფერი მიუნხენის "ბაიერნში" სულ უფრო რეალური ხდება.
ბრიტანული პრესის ინფორმაციით, სანემ "მანჩესტერ სიტის" უკვე აცნობა, რომ კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს.
შესაბამისად, პეპ გვარდიოლამ კლუბის ხელმძღვანელობას უკვე მოთხოვა სანეს შემცვლელის პოვნა და "ქალაქელები" იანვარში "რეალ სოსიედადის" ესპანელი შემტევის, მიკელ ოიარსაბალის, დამატებას ეცდებიან.
23 წლის გერმანელი "რეკორდმაისტერს" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ან უკვე 2020 წლის ზაფხულში შეუერთდება.
"ბაიერნი" ლეროის ამ სეზონის დაწყებამდე იმატებდა, მაგრამ ყველაფერი სანეს სერიოზულმა ტრავმამ გააფუჭა.