მსჯელობა იმის შესახებ, თუ ვინ დაიკავებს მეკარის როლს ბაიერნში, უკვე რამდენიმე წელია განიხილება.
მიუხედავად იმისა, რომ ნოიერი ახლახანს დაბრუნდა ტრავმისგან და დათანხმდა ახალ კონტრაქტს, მოსალოდნელია, რომ ის სავარაუდოდ დაასრულებს კარიერას ბაიენრში ან დაიწყებს რეგრესს მომდევნო რამდენიმე სეზონში რაც ნიშნავს, რომ ბაიერნმა უნდა შეაფასოს პოტენციური კანდიდატები ნოიერის შემცვლელად.
ამჟამად, გრეგორ კობელი, მაიკ მაინიანი და ალექსანდრე ნუბელი სიის სათავეში არიან, როგორც ნოიერის პოტენციური შემცვლელები (იტყობინება Sky Sport-ის ჟურნალისტი ფლორიან პლეტენბერგი)
კობელი დორტმუნდის ამჟამინდელი ნომერ პირველი მეკარეა. თუ ბაიერნს კობელის შეძენა სურს, მასში 50-60 მილიონი ევროს გადახდა მოუწევთ.