ტონი კროოსი "რეალი" - "ბაიერნის" მსაჯის საკამათო გადაწყვეტილებაზე:
"ცუდი რამ მოხდა. მსაჯს თამაშის გაგრძელების უფლება უნდა მიეცა. ამაში უმეტესად გვერდითა არბიტრის დანაშაულს ვხედავ.
"ბაიერნის" გაბრაზება გარკვეულწილად გამართლებულია, რადგან ასეთ დროს მომენტის დასრულება უნდა აცადო.
სასტვენი ძალიან ადრე გაისმა. შეიძლება ითქვას, რომ დაძაბულობა ჩამოვარდა ყველას შორის." - განაცხადა მადრიდის "რეალის" ფეხბურთელმა, ტონი კროოსმა.