ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე 1 თვეზე ნაკლები რჩება. გერმანიის ნაკრები კი განსაკუთრებულად ემზადება ამ დღისთვის.
რამდენიმე კვირის წინ ცნობილი გახდა, რომ ლეონ გორეცკა ევროპის ჩემპიონატზე გერმანიასთან ერთად ვერ ითამაშებდა.
მისი რეაქცია განსაკუთრებით ემოციური იყო, როდესაც იულიან ნაგელსმანმა თავისი გადაწყვეტილება აცნობა. ნახევარმცველს ბოლომდე სჯეროდა, რომ ითამაშებდა ევროზე გერმანიაში.
ყოველთვის ჰქონდა იმედი, რომ ნაგელსმანი დაუკავშირდებოდა და გადაწყვეტილების მიღებამდე შეხვედრას გამართავდნენ. სამწუხაროდ არაფერი გამოვიდა.
ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნაგელსმანსა და გორეცკას შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რაზეც მწვრთნელმა ისაუბრა:
"რა თქმა უნდა, ასეთი საუბრები ყოველთვის ემოციურია. არსებობს სხვადასხვა "ტიპის" ადამიანი, რომლებიც განსხვავებულად რეაგირებენ. ზოგი ტელეფონში არაფერს ამბობს, ზოგს ზუსტი ახსნა სურს.
ეს მძიმეა. ასეთი გადაწყვეტილების გამოცხადება ჩემთვის ნამდვილად მტკივნეულია, ამიტომ ემოციების გამოხატვა ნორმალურია."