მოგეხსენებათ, გავრცელდა ინფრომაცია, რომ თომას ტუხელის მიუნხენის "ბაიერნში" დარჩენა გადაწყვეტილი იყო, თუმცა რამდენიმე საათის წინ გერმანულმა მედიებმა თქვეს, რომ ტუხელი "ბაიერნს" ოფიციალურად დატოვებს.
ახლა რობერტო დე ზერბი მაქს ებერლის მთავარი კანდიდატია. ებერლს უკვე ჰქონდა შეხვედრა იტალიელ მწვრთნელთან და თუ მოახერხებს მის დარწმუნებას 12 მილიონს გადაიხდის.
დე ზერბის სახელი სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე უკვე განიხილეს. ებერლმა საბჭოს წევრებს წარუდგინა თავისი ვარიანტები, რომლებიც იყო ტუხელი - და შემდეგ დე ზერბი, როგორც ალტერნატივა.
ამ დროისთვის სხვა ალტერნატივა არ არსებობს. ორშაბათს, სამეთვალყურეო საბჭომ გადაწყვიტა, რომ ჰანსი ფლიკის დაბრუნება აღარ იყო ვარიანტი.