შესაძლოა რობერტო დე ზერბი არ იყოს მხოლოდ ერთადერთი იტალიელი მწვრთნელი მიუნხენის "ბაიერნის" სასურველ სიაში.
ამ დროისთვის, არ არსებობს არანაირი საფუძველი, მაგრამ იტალიაში ფიქრობენ, რომ "იუვენტუსის" ყოფილი მენეჯერი მასიმილიანო ალეგრი მიუნხენის "ბაიერნის" სურვილების სიაშია.
ასევე მისი მენტორის და მეგობრის ჯოვანი გალეონეს განცხადება უფრო რეალურს ხდის.
"ჩემი ოცნებაა მისი ნახვა მიუნხენის "ბაიერნში". "ბაიერნი" გერმანიის "იუვენტუსია" და დიდ მწვრთნელს ეძებს. ის იდეალური იქნებოდა ყველა ამ ნიჭის წარმართვაში და ბავარიული კლუბის წარმატებების დასაბრუნებლად." - განუცხადა გალეონემ "La Gazzetta dello Sport"-ს.
ალეგრი ახლა თავისუფალია, რადგან "იუვენტუსიდან" გაათავისუფლეს.