მანუელ ნოიერი თომას ტუხელის შესახებ:
"ძალიან კმაყოფილი ვარ ტუხელის ჩვენთან მუშაობით. ასევე ვფიქრობდი, რომ მას შეეძლო გაეგრძელებინა კიდევ ერთი სეზონი და ახალ სეზონში უფრო კარგად იმუშავებდა." - განაცხადა ნოიერმა.
ცნობისთვის, 18 მაისს ტუხელმა "ბაიერნში" ბოლო მატჩი ჩაატარა და გუნდს გამოემშვიდობა.
ახალი მწვრთნელის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. ხელმძღვანელობა აქტიურად ეძებს შესაფერის სპეციალისტს და საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმე კვირაში იქნება ცნობილი.