რამდენადაც უცნაური არ უნდა იყოს, ვინსენტ კომპანი "ბაიერნის" სასურველი მწვრთნელების სიაშია.
ფაბრიციო რომანომ აღნიშნა, რომ ვინსენტ კომპანი "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელის თანამდებობის პოტენციური კანდიდატია.
"ბაიერნის" ხელმძღვანელობამ უკვე გამართა მოლაპარაკებები კომპანისთან. ჯერჯერობით ის მხოლოდ შიდა განხილვის თემაა, მაგრამ ძალიან დიდი შანსი აქვს.
38 წლის ბელგიელი მწვრთნელი ცენტრალურ მცველად თამაშობდა. ახლა კი პრემიერ ლიგის კლუბ "ბარნლის" წვრთნის.