"ბაიერნი" მიიღებს 1,25 მილიონ ევროს "ბარსელონასგან", რადგან ორი წლის წინ ეს კლუბები შეთანხმდნენ იმაზე, რომ თუ ლევანდოვსკი ერთ სეზონში 25-ზე მეტ გოლს გაიტანდა "ბაიერნი" 1,25 მილიონ ევროს მიიღებდა.
პოლონელი სტრაიკერი ამას უკვე ზედიზედ მეორე წელია ახერხებს. შეთანხმება კვლავ ძალაში იქნება მომდევნო ორი წლის განმავლობაში.
ლევანდოვსკიმ 2022/23 წლებში "ბარსასთვის" 33 გოლი გაიტანა. ხოლო ამ სეზონში 25.