იოზუა კიმიხს სურს რაც შეიძლება მალე გაიგოს, რა პოზიციაზე დააყენებს ვინსენტ კომპანი "ბაიერნში" (მარჯვენა მცველი თუ ნახევარდაცვა).
კიმიხი პეპ გვარდიოლას და მისი ფილოსოფიის დიდი გულშემატკივარია. თუ კომპანი გვარდიოლას მსგავს მიდგომას განახორციელებს ფეხბურთელებზე, ამან შეიძლება მოთამაშეს დარჩენისკენ მოუწოდოს.
"ბარსელონაში" პოტენციური გადასვლა ამჟამად არ არის აქტუალური თემა, მიუხედავად კიმიხისა და ფლიკის კარგი ურთიერთობისა. საქმე იმაშია, რომ "ბარსა" ვერ მოახერხებს კიმიხის დიდ ხელფასის გადახდას.
ახალი მწვრთნელის დანიშვნის დაგვიანებულმა გადაწყვეტილებამ "ბაიერნს" პრობლემები შეუქმნა. იმიტომ, რომ კიმიხი ახლა მთლიანად ევროპის ჩემპიონატზეა ორიენტირებული და მაქს ებერლს არ შეუძლია მის აგენტთან საუბარი, რადგან ფეხბურთელს აგენტი არ ჰყავს, ის თავის თავს წარმოადგენს.