დაიო უპამეკანო ზაფხულში გაყიდვის ერთ-ერთი კანდიდატია. მიუნხენის "ბაიერნი" მზად იქნება მოლაპარაკებებისთვის, თუ ფრანგი მცველისთვის დიდი შეთავაზება გაკეთდება.
ასეთია კლუბის პოზიცია ბოლო დღეების და კვირების განმავლობაში. მომავალი სეზონისთვის გუნდის ძირითად შემადგენლობაში ერიკ დაიერი იგეგმება.
რაც შეეხება დე ლიხტს, ჰოლანდიელი სავარაუდოდ კლუბში დარჩება. ის ძალიან პოპულარულია მიუნხენში და "ბაიერნის" ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა.