Sky Sport-ის ჟურნალისტის, ფლორიან პლეტენბერგის ცნობით, მიუნხენის "ბაიერნმა" მიაღწია სიტყვიერ შეთანხმებას "ლევერკუზენის" და გერმანიის ნაკრების ცენტრალურ მცველთან, ჯონათან ტაჰთან ამ ზაფხულში გადასვლაზე.
თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ტრანსფერი აუცილებლად განხორციელდება ამ ზაფხულს.
კონკრეტული მოლაპარაკებები "ბაიერნსა" და "ლევერკუზენს" შორის ამ ეტაპზე არ მიმდინარეობს. "ბაიერნმა" უბრალოდ მოამზადა შესაძლო ტრანსფერი ფეხბურთელის მხრიდან.