ლეროი სანე "ბაიერნის" ახალ მწვრთნელზე, ვინსენტ კომპანიზე:
"როდესაც მე და კომპანი ერთად ვიყავით სიტიში, მან მითხრა, რომ ერთ დღეს ჩემი მწვრთნელი გახდებოდა.
მე კი ვუპასუხე, რომ ამას ვერ მოახერხებდა, მაგრამ სამწუხაროდ ის ახლა ჩვენი მწვრთნელია (თქვა სიცილით). არა, ვხუმრობ, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ის ჩვენთანაა და შეუძლია ასეთ ტოპ კლუბში მუშაობა.
როგორც ფეხბურთელი, ის იყო აბსოლუტური ლიდერი, რომელსაც სურდა ენახა სწრაფი და აგრესული ფეხბურთი. თუ ის ამას "ბაიერნში" ჩანერგავს ძალიან კარგი იქნება."