ცნობილი იტალიელი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს თქმით, "ბაიერნის" დირექტორი მაქს ებერლი გეგმავს "პსჟ"-ს თავდამსხმელის, ხავი სიმონის შეძენას, რომლისთვისაც ასევე იბრძვიან "არსენალი" და "ბარსელონა".
სიმონსმა 2023-24 წლის სეზონი იჯარით გაატარა "ლაიპციგში" და ამას ხელი მოაწერა ებერლმა, სანამ "ბაიერნში" გადმოვიდოდა.
რომანო ამტკიცებს, რომ "ბაიერნი" ასევე დაინტერესებული იქნება სიმონსის იჯარით მოყვანაზე, რადგან "პსჟ" ჯერ არ აპირებს 21 წლის ფეხბურთელის გაყიდვას.
სხვა ტოპ კლუბებთან ერთად, "ლაიპციგს" სურს ხელახლა მოაწეროს ხელი სიმონსთან, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციით, ხავი ამჟამად ემხრობა მის ყოფილ კლუბში, "ბარსელონაში" გადასვლას, სადაც მან კარიერა დაიწყო.
ამ ინფორმაციას ასევე ადასტურებენ ნიდერლანდური წყაროები:
Bayern Munich wants to sign Xavi Simons.
— Dutch Football 🇳🇱 (@FootballOranje_) June 4, 2024
The midfielder’s future will be decided after the European Championships but PSG do not want to sell. (Via @FabrizioRomano )